დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
დიდი ფრანგი კლასიკოსი მწერლისა და საფრანგეთის არმიის არტილერიის გენერლის – პიერ შოდერლო დე ლაკლოს (1741-1803 წლები) ბიოგრაფთა გადმოცემის თანახმად ვგებულობთ, რომ მიუხედავად დიდი გონებამახვილობისა, ლიტერატორი ერთობ არათავაზიანი და უხეში კაცი იყო, რის გამოც მასთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა. მათ შორის ისეთი გენიალური ფრანგი მწერალიც, როგორიც გახლდათ – ანრი მარი ბეილი, იგივე – სტენდალი. ერთ დღეს, მილანის თეატრში ყოფნის დროს სტენდალმა გუბერნატორის ლოჟაში მჯდომი სახეფერმკრთალი მოხუცი – ლაკლო დაინახა და მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, მასთან მისასალმებლად მაინც მივიდა. მოგვიანებით, სტენდალმა თეატრში ლაკლოსთან მისვლისა და მისალმების შესახებ განმარტა, რომ მისი აღნიშნული ქმედება ერთადერთი რამის ხათრით იყო გამოწვეული. დაასახელეთ, სტენდალის მიერ დასახელებული იმ ხათრის მიზეზი, რის გამოც „ეახლა” და მიესალმა იგი ლაკლოს?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: სტენდალმა თქვა, რომ ლაკლოს მის მიერ დაწერილი შესანიშნავი რომანის – „სახიფათო კავშირების” ხათრით მიესალმა.