სტენდალი – „ეპიზოდი”

ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქრობაში, როგორც რეზერვების მომარაგების გენერალურმა დირექტორმა, მონაწილეობა მიიღო ისეთმა სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, როგორიც გახლდათ - ანრი მარი ბეილი (1783-1842 წლები), იგივე – სტენდალი. (ავტორი გენიაჯი) მიუხედავად ამისა, ძლიერი შთაბეჭდილებების მოყვარული ლიტერატორი მაინც გულგრილად იყო განწყობილი ნაპოლეონის არმიის მიზანდასახულობის მიმართ და ერთადერთი მიზეზი, რამაც სტენდალი აიძულა ომში მიეღო მონაწილეობა, სწორედ რომ ძლიერი შთაბეჭდილებებისა და „სანახაობისადმი” მიზიდულობა გახლდათ. ამას მოწმობს ისიც, რომ რუსეთში წარმოებული უმძიმესი ბრძოლების ჟამს, სტენდალი წიგნებითა და ხელნაწერებით დატვირთულ სკივრს მუდმივად დაატარებდა თან თავისი მდიდრული კარეტით. გარდა ამისა, იმავე პერიოდში სახელოვანმა ფრანგმა ლიტერატორმა დაწერა – „იტალიის მხატვრობის ისტორია”. შესაბამისად, მოსკოვის გადაწვაც სტენდალისათვის კიდევ ერთი რიგითი „სანახაობა” იყო. ყველაზე მეტად რუსეთში ყოფნის ჟამს რამაც იგი გაახარა, ვოლტერის თხზულებათა ბრწყინვალედ გამოცემული ერთტომეული იყო, რომელიც თავის „ძვირფას” სკივრთან ერთად დაკარგა მაშინ, როდესაც ნაპოლეონის განადგურებული არმიის ნარჩენები უკანასკნელი ძალებით ცდილობდნენ სამშვიდობოს გასვლას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>