კონსტანტინე ლორთქიფანიძე წერდა…
„ძველი ქართველები ხშირად იტყოდნენ: ამ ცოდვილ წუთისოფელში არის ერთი რამ განძი, რასაც ჟანგი და ობი არ ეკიდება, ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება და ხმალი ვერას აკლებს, - ეს განძი უცხო მოყმეთა ძმობა და მეგობრობა არისო. არსად, არც ერთ ქვეყანაში ისე არ უვლიან და ეფერებიან ამ განძს, როგორც ჩვენთან, საქართველოში, რადგან ყველა კარგი სახლი, ყანა და ბაღი, ყველა კარგი წიგნი და ლამაზი სიმღერა ამ ხელდაურეველმა მეგობრობამ, – ხალხთა მეგობრობამ შექმნა. ქართული მიწის წესი აგეთია: ვისაც ერთხელ ძმურად გული გაუღო, ვისაც დედაშვილობა უთხრა და თავისი მადლი გააყოლა, მერე იმას აღარ დაივიწყებს და მის სიყვარულში მშობელ დედასაც კი შეეცილება, რადგან ამ ცილობაზე კარგი და ლამაზი ქვეყანაზე რა უნდა იყოს!” – (ავტორი გენია.ჯი)