რატომ უწოდებენ „ბრაუნინგს” – „ტერორის იარაღს”?
როგორც ცნობილია, 1900 წელს ცეცხლსასროლი იარაღის ამერიკელმა კონსტრუქტორ-გამომგონებელმა – ჯონ მოზეს ბრაუნინგმა (1855-1926 წლები), მის მიერ ახლად გამოგონებულ კომპაქტურ შვიდტყვიან ცეცხლსასროლ იარაღზე – „ბრაუნინგზე”, სერიული წარმოების უფლება მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) რევოლვერისაგან განსხვავებით, ბელგიაში მოღვაწე ამერიკელი ინსტრუქტორ-გამომგონებლის ინოვაციური პროდუქტი ბევრად უფრო მსუბუქი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი იყო. შესაბამისად, მასზე მოთხოვნილებაც იზრდებოდა. და რადგანაც ბრაუნინგის პისტოლეტი სიმსუბუქითა და ბრტყელი (თხელი) ფორმით იყო გამორჩეული და მისი ტარება შეუმჩნევლად, ჯიბითაც კი იყო შესაძლებელი, ახალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას თავიანთი მიზნის მისაღწევად უპირატესობა მიანიჭა მრავალმა ტერორისტმა. მაგალითად:
1904 წელს – 1900 წელს გამოშვებული „ბრაუნინგის” პისტოლეტიდან გასროლით ფინელი სენატორის ვაჟმა – ეიგენ შაუმანმა მოკლა ფინეთის რუსი გენერალ-გუბერნატორი – ნიკოლოზ ბობრიკოვი;
1909 წელს – იგივე წარმოების მქონე ცეცხლსასროლი იარაღით კორეის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივისტმა – ან ჩუნგინმა სიცოცხლე მოუსწრაფა იაპონიის პრემიერ-მინისტრს – იტო ჰირობუმის;
1911 წელს – რუსეთის იმპერიის სახელგანთქმული სახელმწიფო მოღვაწე – პეტრე სტოლიპინი „ბრაუნინგის” ფირმის პისტოლეტით იქნა მოკლული ებრაული წარმომავლობის მქონე რუსი ანარქისტის – დიმიტრი ბოგროვის მიერ;
1914 წელს – 1910 წელს გამოშვებული „ბრაუნინგით” გავრილო პრინციპმა სასიკვდილოდ დაჭრა ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, ერჰერცოგი – ფერდინანდი, რასაც შედეგად პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა თან;
1918 წელს – რუსეთის რევოლუციური მოძრაობის ებრაული წარმომავლობის მქონე რუსმა აქტივისტმა ქალმა – ფანი კაპლანმა „ბრაუნინგის” გამოყენებით დაჭრა ვლადიმერ ლენინი.
ზემოაღნიშნული ფაქტების გარდა, პოლიტიკური ტერორის ისტორია მრავლად იცნობს სხვადასხვა მოდოფიკაციის „ბრაუნიგებით” მოწყობილ თავდასხმებს. უკანასკნელი ცნობილი თავდასხმა, რომელიც „ტერორის იარაღად” წოდებული „ბრაუნინგის” გამოყენებით იქნა დაფიქსირებული, განხორციელდა 1981 წელს. კერძოდ, 1981 წლის 13 მაისს თურქმა ტერორისტმა – მეჰმეთ ალი აგჯამ – „წმინდა პეტრეს მოედანზე” რამდენიმე გასროლა განახორციელა რომის პაპის – იოანე-პავლე II-ის მისამართით. თავდასხმის შედეგად, რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი დაიჭრა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა მაინც შესძლეს. – (ავტორი გენია.ჯი)