ველური სამხრეთაფრიკული ფიკუსი – „ეპიზოდი”
ბოტანიკოსთა მიერ მოპოვებულ მონაცემებს თუ გავეცნობით, დავადგენთ, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველა გვარის მცენარეთა შორის მიწაში ყველაზე ღრმად ფესვების გადგმის უნარით „გარეულ ლეღვად” წოდებული თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე – „ველური სამხრეთაფრიკული ფიკუსი” გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურია სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი, ოხრიგსტადის სიახლოვეს არსებულ მღვიმეებთან მზარდი „ველური სამხრეთაფრიკული ფიკუსის” ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომლის ფესვები მიწაში 122 მეტრ სიღრმემდეა გადგმული. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მცენარე მიიჩნევა მიწაში ყველაზე ღრმად ფესვ გადგმულ მცენარედაც დედამიწაზე. – (ავტორი გენია.ჯი)