ცეზარე ბარონიუსი – „ეპიზოდი”
„არასოდეს არც ერთ განხეთქილებას, არც ერთ სამოქალაქო ომს, წარმართების არც ერთ დევნას, ერეტიკოსებისა და სქიზმატიკოსების დასჯას არ მოუყენებია ეკლესიისათვის იმდენი ტანჯვა, რამდენიც ამ ურჩხულებმა, სიმონიისა (სიმონია – საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა-გაყიდვა) და მკვლელობების გზით რომ დაუფლებიან ქრისტეს ტახტს…
რომის ეკლესია სირცხვილისაგან გარეცხილ როსკიპად ქცეულა. აბრეშუმით მოსილ და ძვირფასი თვლებით მოჭედილ მეძავად, საქვეყნოდ რომ ეწევა პროსტიტუციას და თავს ოქროდ ასაღებს. ლატერანის აპოსტოლური სასახლე (რომის პაპების ყოფილი ოფიციალური რეზიდენცია – ავტორი გენია.ჯი) იქცა საზიზღარ ბუნაგად, სადაც ყველა ეროვნების სასულიერო პირები ზნედაცემულ დედაკაცებს ეჯიბრებიან გარყვნილებასა და აღვირახსნილობაში.
არასოდეს მღვდლებს, მეტადრე პაპებს არ ჩაუდენიათ იმდენი დანაშაულობა, გარყვნილება, ძალადობა, ძარცვა-რბევა და მკვლელობა, რამდენიც იმ ხანებში”. – ამ სიტყვების ავტორმა, თვით რომის პაპის სულიერმა მსახურმა, პაპობის თავგამოდებულმა დამცველმა, ვატიკანის ბიბლიოთეკარმა და კარდინალმა - ცეზარე ბარონიუსმა (1538-1607 წლები) სწორედ ასე დაახასიათა და ამხილა რომის კათოლიკურ ეკლესიაში IX საუკუნეში გამეფებული უკიდურესი უზნეობა და სასტიკი ძალადობა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მართლმორწმუნე კამპანელი ისტორიკოსის მიერ გადმოცემული ფაქტების უტყუარობას სხვა გამოჩენილი პერსონებიც ადასტურებენ. მაგალითად, ჟენებრარმა და პლატინამ თავიანთ ცნობილ თხზულებებში გადმოსცეს ბოროტმოქმედების ის გიგანტური არქივი, რომელსაც ადგილი ჰქონდა IX საუკუნეში რომის კათოლიკურ ეკლესიაში. ლეო ტაქსილის გადმოცემის თანახმად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, იმ ისტორიულ ეპოქას – „ორივე სქესის მეძავთა რომის სამეფო” უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)