ეტიუდი ავსტრალიის ისტორიიდან…

მას შემდეგ, რაც 1770 წელს ბრიტანელებმა პირველად აღმოაჩინეს ავსტრალია, დიდი ბრიტანეთის სამეფო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიიდან ახლად აღმოჩენილ ავსტრალიის კონტინენტზე გადაეყვანა პატიმრები. (ავტორი გენია.ჯი) ამ გზით ბრიტანეთი შეეცადა ქვეყნიდან ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოეშორებინა „ზედმეტი ტვირთი” და ის საფრთხე, რომელიც საზოგადოებრივ მართლწესრიგს ემუქრებოდა მათგან მომავალში. შედეგად, დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიის კონტინენტზე საერთო ჯამში – 160 000-ზე მეტი მსჯავრდებული გაიგზავნა, რომელთაგანაც ნაწილი გზაში დაიღუპა. რამდენიმე ხანში ავსტრალიაში განთავსებული ციხეებიდან იმ პატიმრების განთავისუფლება დაიწყეს, რომლებიც „კარგი ყოფა-ქცევით” გამოირჩეოდნენ. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: სწორედ იმ განთავისუფლებული დამნაშავეებისგან იქნა ჩამოყალიბებული ავსტრალიაში პირველი პოლიციური ქვედანაყოფი, ანუ სწორედ ყოფილმა პატიმრებმა ჩაუყარეს საფუძველი პირველ ავსტრალიურ პოლიციას. სტატისტიკოსების ცნობით, ავსტრალიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ბრიტანეთიდან თავის დროზე ჩაყვანილი პატიმრების შთამომავლები არიან. და მიუხედავად ყოველივე ამისა, დღეს, ავსტრალიის მცხოვრებლები ერთ-ერთ ყველაზე კანონმორჩილ მოქალაქეებად არიან მიჩნეულნი მსოფლიოში. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>