ატლანტიკის ოკეანის ერთი უცნაური ფენომენი
რამდენიმე ხნის წინ ოკეანოგრაფებმა, მათდა გასაკვირად, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე, კერძოდ კი, ოკეანის იმ რეგიონში, სადაც ჰიდროთერმული წყაროების გამოისობით განსაკუთრებით მაღალია წყლის ტემპერატურა, აღმოაჩინეს კრევეტებად წოდებული ზღვის პატარა კიბოების ცოცხალი ეგზემპლარები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ზღვის პატარა კიბოებისა, ოკეანოგრაფებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე არსებული ჰიდროთერმული წყაროების აკვატორიაში ასევე აღმოაჩინეს კრევეტების გვერდით მობინადრე მოლუსკები, გიგანტური ჭიები და ბაქტერიები. საკვირველი და უცნაური ფენომენია, თუმცა ფაქტია, რომ, მაშინ, როდესაც ხმელეთზე ამ არსებების დიდი ნაწილი +40 გრადუს-ცელსიუს ტემპერატურაზეც კი იღუპება, წყალქვეშ, ანუ ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ისინი უძლებენ +407 გრადუს-ცელსიუს ტემპერატურას (ცნობისათვის, ბაქტერიები +70 გრადუს-ცელსიუსზე იღუპებიან). – (ავტორი გენია.ჯი)