იან ვან ეიკის საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფია

როგორც ცნობილია, ადრეული აღორძინების ხანის გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი - იან ვან ეიკი 1441 წლის 9 ივლისს აღესრულა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაკრძალული იქნა იმავე ქალაქში განთავსებულ წმინდა დონატის სახელობის ეკლესიაში. იმ ეპიტაფიის ავტორი, რომელიც ვან ეიკის საფლავის ქვაზე იქნა ამოკვეთილი, ჩვენთვის უცნობია. თუმცა-კი, როგორც ჩანს, ეპიტაფიის ავტორს შესანიშნავად გაუგია ნიდერლანდელი ხელოვანის ფერწერის დიდებული ხასიათი, რასაც მის მიერ ვან ეიკის საფლავის ქვაზე გაკეთებული ეპიტაფია ადასტურებს:

„სიცოცხლით სავსე, ხალისით სავსე

ადამიანებს ხატავდა იგი,

და მიწაც მისთვის იყო ყვავილთა,

ნაირ ყვავილთა ლამაზი წიგნი”.

კომენტარის დატოვება