ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, გენიალური იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი 1782 წლის 27 ოქტომბერს იტალიის ქალაქ გენუაში მოევლინა ქვეყნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) თავისი აღსასრული კი, 57 წლის ასაკში მყოფმა ვირტუოზმა მუსიკოსმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჰპოვა. პაგანინის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ, მშობლიური ქალაქის ხელმძღვანელობამ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, იმ სახლის კედელზე, სადაც ქალაქ გენუის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ცნობილი მოქალაქე მოევლინა ქვეყნიერებას, მარმარილოსაგან დამზადებული დაფა გააკრა, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგი სახის წარწერა ამშვენებს: „ამ მოკრძალებულ სახლს დიდი პატივი ხვდა წილად – 1782 წლის 27 ოქტომბერს აქ დაიბადა ნიკოლო პაგანინი – ღვთიურ ბგერათა ხელოვნების სწორუპოვარი დიდოსტატი, რომლის ხელოვნება დღემდე ცოცხლობს იმ მევიოლინეთა შემოქმედებაში, რომლებიც ასრულებენ მის თხზულებებს. ამ გენიალური იტალიელი მევიოლინის ხელოვნება გამუდმებით აღაფრთოვანებს მრავალრიცხოვან აუდიტორიებს. მუსიკალური რომანტიზმის ეს მქადაგებელი აჯადოებს ადამიანებს დრამატიზმითა და ფენომენური ვირტუოზობით”. – (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლო პაგანინი