სასკოლო დაფის ისტორიიდან…
უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში სწორედ რომ სკოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული სასკოლო დაფა აღმოჩნდა ის ნივთი, რომელმაც განვითარების უზარმაზარი ნახტომი გააკეთა – პატარა ასპიდური დაფიდან ტექნიკის უახლესი მოდელის – ელექტრონული დაფის სასწაულამდე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. XIX საუკუნის დასაწყისში თითოეული მოსწავლე სარგებლობდა ფიქალის შავი ფერის მქონე მეტამორფული ქანისაგან დამზადებული, ხის ჩარჩოიანი – „ასპიდური დაფით”, რომელზეაც ფიქალისვე ქანისაგან დამზადებული გრიფელის ჩხირით წერდნენ (მოგვიანებით ალუმინის ჩხირებითაც დაიწყეს სარგებლობა). 1814 წელს ერთ-ერთი შოტლანდიური სკოლის დირექტორი, ვინმე – ჯეიმს პილანსი მოსწავლეებს გეოგრაფიის გაკვეთილს უტარებდა. იმისათვის, რომ პილანსს მოწაფეებისათვის გეოგრაფიული რუკა გაცილებით თვალსაჩინოდ წარმოეჩინა, გადაწყვიტა, რომ კედელზე რამდენიმე „ასპიდური დაფა” შეეერთებინა ერთმანეთთან და მათზე დაეხატა რუკა ბევრად უფრო დიდი მასშტაბით. და სწორედ ასე იქნა გამოგონებული პირველად კედელზე დასაკიდი საკლასო დაფა ჯეიმს პილანსის მიერ. ის დაფა, რომელიც დღემდე უცვლელ ატრიბუტად რჩება საგანმანათლებლო სამყაროში. – (ავტორი გენია.ჯი)
„ასპიდური დაფა”
„გოგონა ასპიდურ დაფასთან” – (ავტორი – ალბერტ ანკერი)
„ასპიდურ დაფაზე” საწერი გრიფელის ჩხირი