პეტრე I-ის ერთი უცნაური განკარგულება
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, რუსეთის იმპერიის რეფორმატორმა მმართველმა – პეტრე I დიდმა (1672-1725 წლები) ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოუცხადა დაუნდობელი ბრძოლა მოსახლეობაში მყარად ფესვ გადგმულ ალკოჰოლიზმს. (ავტორი გენია.ჯი) ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, პეტრე პირველმა სხვა უამრავ ბრძანებულებასთან ერთად, გამოსცა ფრიად უცნაური შინაარსის მქონე განკარგულებაც, რომელიც იმ რუსი მეზღვაურების ქცევას არეგულირებდა, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნების სანაპიროებზე. კერძოდ, უცხოეთის სანაპიროზე ვოიაჟის ჟამს რუსი მეზღვაური, რომელიც ისე დათვრებოდა უგონოდ, რომ თავის გემამდეც კი ვერ მოახერხებდა მიღწევას, სასტიკი შიდაგანაწესით ისჯებოდა. თუმცა იმავე განკარგულების თანახმად, არსებობდა ამ სასტიკი სასჯელისაგან თავის დაღწევის საშუალებაც: იმ შემთხვევაში თუ მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ უგონოდ გალეშილ მეზღვაურს თავი მისი ხომალდის მხარეზე ჰქონდა მიქცეული, ეს იმის დასტურად მიიჩნეოდა, რომ მიუხედავად საშინელი სიმთვრალისა, იგი მაინც ცდილობდა გემამდე მიღწევას. შედეგად, სასტიკ სასჯელს ბევრად უფრო ჰუმნაური სასჯელი ანაცვლებდა. – (ავტორი გენია.ჯი)