რატომ და როგორ სჯიდნენ სიამელი გლეხები ამინდის განმგებელ ღვთაებას?
იმისათვის, რომ სასურველი ამინდის მოყვანაში როგორმე შეეწყოთ ხელი, იაპონელ და ჩინელ გლეხთა მსგავსად, უძველესი ეპოქებიდანვე გაუგონარ მეთოდს მიმართავდა ტაილანდში მაცხოვრებელი სიამელი გლეხებიც. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიამელი გლეხების თხოვნას არ შეისმენდა ის ღვთაება, რომელსაც მათი რწმენით ძალუძდა გვალვების, წვიმებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების გამოწვევა და კონტროლი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მაშინ მას განრისხებული ხალხი „სათანადოდ სჯიდა”. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, გვალვის შემთხვევაში ისინი ბუნების ძალთა განმკარგველ ღვთაებას ჯერ თხოვნით მიმართავდნენ წვიმა მოევლინა მათთვის, და როდესაც იგი მათ თხოვნას დიდი ხნის განმავლობაში არ შეისმენდა, ღვთაებას დასჯით ემუქრებოდნენ. ღვთაების დასჯას კი სიამელები შემდეგი მეთოდით ანხორციელდებდნენ: ტაძრებიდან გამოჰქონდათ მისი ქანდაკებები და თაკარა მზის ქვეშ აწყობდნენ მანამ, სანამ წვიმა არ მოვიდოდა; იმ შემთხვევაში კი, თუ ხანგრძლივი წვიმებით თავმობეზრებული სიამელების თხოვნას, მოევლინა მათთვის დარი, არ შეისმენდა სიამელთა ღვთაება, ასეთ შემთხვევაში ისინი ტაძრებს სახურავებს ხსნიდნენ ღვთაების დასჯის მიზნით და მხოლოდ მაშინ ხურავდნენ მათ, როდესაც გამოიდარებდა. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც სიამელმა გლეხებმა ხანგრძლივ პერიოდიანი წვიმების გამო დასაჯეს თავიანთი ღვთაება, 1888 წლის აპრილში იქნა დაფიქსირებული. მაშინ ხალხმა ბუნების ძალთა განმგებელი ღვთაების ქანდაკება „ციხეში ჩასვა”, საიდანაც მხოლოდ მაშინ „გაანთავისუფლა” (5 დღის შემდეგ), როდესაც წვიმამ გადაიღო და გამოიდარა. – (ავტორი გენია.ჯი)