ედუარდ ვილდე
ედუარდ ვილდე - დაიბადა 1865 წლის 4 მარტს პუდივერში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ესტონელი მწერალი და დრამატურგი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “კრიტიკული რეალიზმის” სეტანა ესტონურ ლიტერატურაში.სწავლა დაიწყო ტალინის ერთ-ერთ სასწავლებელში,რომელიც დაასრულა 1882 წელს.სწავლის დასრულების შემდგომ,1883 წლიდან ჟურნალისტად იწყებს მიშაობას სხვადასხვა ესტონურ და ლატვიურ გაზეთებში ტალინში,რიგასა და ტარტუში.189-1892 წლებში ცხოვრობდა ბერლინში,ხოლო 1896 წელს კი მოსკოვში,სადაც დაუახლოვდა იმ ლატვიელ სტუდენტებს,რომლებიც მარქსიზმით იყვნენ გატაცებული. (ავტორი გენია.ჯი) მანვე მიიღო მონაწილეობა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში,რის შემდეგაც იძულებული გახდა ფინეტისათვის შეეფარებინა თავი.ფინეთში კი აარსებს 1906 წელს პოლიტიკურ-სატირული ჟანრის ჟურნალს,სახელწოდებით: “სახრჩობელა”,რომელსაც ფარულად ავრცელებდა ესტონეთშიც.მოგვიანებით ემიგრირდება დანიაში,კერძოდ კოპენჰაგენში.1911 წელს იმოგზაურა ამერიკაში,რამაც მას უამრავი მასალა მისცა სატირული ჟანრის ფელეტონების კრებულის “ღიმილის” გამოსაცემად. (ავტორი გენია.ჯი) 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში,რა დროსაც ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.1896 წელს აქვეყნებს რომანს “ცივ ქვეყანაში”,1898 წელს კი რომანს “რკინის ხელი”,რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.იგი ასევე ავტორია ისტორიული ტრილოგიისა “მახტრას ბრძოლა” დაწერილი 1902-1906 წლებში.მისი ნაწარმოებები თარგმნილ იქნა გერმანულ,ფინურ,ლატვიურ და სხვა უცხო ენებზე.ედუარდ ვილდე გარდაიცვალა 1933 წლის 26 დეკემბერს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში და დაკრძალულ იქნა ტალინში მდებარე ცნობილ “ტყის სასაფლაოზე”. (ავტორი გენია.ჯი)