რა გახდა დუელის მიზეზი?
მას შემდეგ, რაც ნობელიანტი რუსი მწერლის – ვლადიმერ ნაბოკოვის მამამ, ცნობილმა იურისტმა – ვლადიმერ ნაბოკოვმა „უფროსმა” (1869-1922 წლები) ცოლად შეირთო ოქროსმომპოვებელი მაღაროს მფლობელის ძალიან მდიდარი ქალიშვილი (ანუ, სახელოვანი მწერლის დედა) – ელენა რუკავიშნიკოვა, იგი იძულებული გახდა დუელში გამოეწვია ერთი მოლაყბე ახალგაზრდა მამაკაცი. (ავტორი გენია.ჯი) „არამკითხე მოამბე” ირწმუნებოდა, რომ უფროს ვლადიმერს ელენე სიყვარულით არ შეურთავს ცოლად. იგი ნაბოკოვის ქორწინების ერთადერთ მოტივად ელენეს დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ასახელებდა (ოფიციალური მონაცემების თანახმად რუკავიშნიკოვების ოჯახი – მილიონერი იყო). ამ ხმებმა მალე არა მხოლოდ ვლადიმერის, არამედ ელენას ყურამდეც მიაღწია, რამაც ახლადდაქორწინებულ წყვილს შორის ერთობ უხერხული სიტუაცია წარმოშვა. იმისათვის, რომ თავისი დიდი სიყვარული დაემტკიცებინა ელენასათვის და ენაგრძელი მოლაყბისათვისაც სათანადოდ გაეცა პასუხი, ვლადიმერმა „არამკითხე მოამბე” დუელში გამოიწვია. დუელი რომ სისხლისღვრით სრულდებოდა, ეს ვლადიმერისათვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა ახლადდაქორწინებული მამაკაცისათვის „თაფლობის პერიოდზე” ბევრად მნიშვნელოვანი (როგორც წესი) ზემოაღნიშნული გარემოებები უფრო აღმოჩნდა. დუელი შედგა. შედეგი უცნობია… ფაქტია, რომ დუელის შემდეგ ვლადიმერ ნაბოკოვმა (უფროსმა) კიდევ დიდხანს იცოცხლა. – (ავტორი გენია.ჯი)
ვლადიმერ ნაბოკოვი
ელენა რუკავიშნიკოვა
ვლადიმერ (უფროსი) ნაბოკოვის ოჯახი