ჟორჟ სანდის შესახებ…
„დონ-ჟუანი კაბაში”. – ასე მრავლისმეტყველად მოიხსენიებდნენ თავდაპირველად დიდ ფრანგ მწერალ ქალსა და ფემინისტს – ამანდინ ორორ ლიუსილ დიუპენს (1804-1876 წლები) მისი არაკეთილმოსურნეები. (ავტორი გენია.ჯი) ქალი, რომელიც 30 წლის ასკაში ყოფნის ჟამსაც კი არ ფიქრობდა ლიტერატურულ კარიერაზე, ყველსათვის მოულოდნელად, ფრანგული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერალ ქალად იქცა შემდგომში. ჟორჟ სანდის ფსევდონიმის მქონე დიუპენის ლიტერატურულ შემოქმედებას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ „კომუნისტმა” (ასე მოიხსენიებდა იგი თავის თავს) მწერალმა ქალმა ლიტერატურის მოყვარულებს მემკვიდრეობით დაგვიტოვა 71 რომანი, უამრავი მოთხრობები, პიესები, ათეულობით ტომი ავტობიოგრაფია, ესეები, რეცენზიები, პოლიტიკური პამფლეტები, ასეულობით სტატია ჟურნალ-გაზეთებისათვის და დაახლოებით 40 000-მდე წერილი. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთო ჯამში ჟორჟ სანდმა 91 რომანი დაწერა, თუმცა ავტორმა 20 რომანი საკუთარი ხელით გაანადგურა.
ფრანგი მეფეებისა და მოხეტიალე მსახიობების შთამომავალი ქალი ექსტრავაგანტული თვისებებით იყო გამორჩეული. იგი ღიად იცვლიდა საყვარლებს, ერეოდა პოლიტიკაში, ეწეოდა სიგარას და იმოსებოდა მამაკაცის ტანისამოსით. მას შემდეგ, რაც დიუპენმა უარი თქვა კაბის ჩაცმაზე, მამაკაცის ფსევდონიმიც (ჟორჟ სანდი) აიღო. რიგი მიზეზების გამო, „XIX საუკუნის ყველაზე ცნობილ სყვარლად” წოდებული ქალი ფიქრობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო მამაკაცური მანერების გადმოღება და დაიწყო კიდეც სიგარის მასიური მოხმარება. ამ საქციელით სანდმა ფაქტობრივად, გამოწვევა გაუგზავნა საზოგადოებას. (ავტორი გენია.ჯი) იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც მიუღებელი იყო მანდილოსნის ასეთი საქციელი. „კარგი ჰავანა” – კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოგონებაა მათ შორის, რაც მე ვიცი. ყველაზე მეტად მაინც რბილი სიგარა მიყვარს. სიგარა და ყავა – აი, ერთადერთი რამ, რაც მაძლიერებს”. – ასეთი სახის ჩანაწერს ვპოულობთ სანდის დღიურში. იმ სანდისა, რომელიც დღეში საშუალოდ 7 ღერ სიგარას ეწეოდა.
„1835 წელი – ანტიპათია მეუღლეებს შორის; ქალბატონი სანდი ისე იქცევა, როგორც მამაკაცებს სჩვევიათ ხოლმე: ეწევა სიგარას, ჩხუბობს, იცმევს მამაკაცის სამოსს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მან დაკარგა ყველა ის ხიბლი, რაც ქალს გააჩნია”. – ეს იყო იმ პრეტენზიათა მემორანდუმი, რომელიც ჟორჟ სანდს მისმა მორიგმა მეუღლემ – კაზემირ დიუდევანმა წაუყენა განქორწინების პროცესის დროს.
მიუხედავად უარყოფითი საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა, ჟორჟ სანდი უკან დახევას მაინც არ აპირებდა. ლიტერატორი ქალის ექსტრავაგანტულ გამოხტომებს შეეგუა სანდზე უზომოდ შეყვარებული გენიალური პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი – ფრიდერიკ შოპენი. „ფრედერიკ, ცეცხლი! – ეტყოდა ხოლმე სანდი შოპენს და ისიც თავგუდმოგლეჯილი მიუტანდა საყვარელ ქალს სიგარასა და ასანთს. თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომლის თხოვნის შედეგადაც თქვა უარი მამაკაცის სამოსის ჩაცმაზე სანდმა, სწორედ რომ ფრიდერიკ შოპენი იყო.
1922 წელს კალიფორნიის შტატში დაარსებული იქნა „სიგარის მოყვარულ ქალთა საზოგადოება”, რომელსაც სიგარის მოყვარული დიდი ფრანგი მწერალი ქალის – ჟორჯ სანდის საპატივცემულოდ, მისი სახელი ეწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟორჟ სანდი და ფრიდერიკ შოპენი
ჟორჟ სანდი მამაკაცის სამოსით