რა უპასუხა ლეო IX-მ პეტრე დამიანის?
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი იტალიელი ღვთისმეტყველი და გრიგორიანული რეფორმების ერთ-ერთი აქტიური შემოქმედი – პეტრე დამიანი (1007-1072 წლები) იმდენად აღაშფოთა ლეო IX-ს პონტიფიკოსობის დასასრულში რომის კათოლიკურ ეკლესიაში ღრმად და მასიურად ფესვგადგმულმა უკიდურესმა უზნეობამ და სოდომ-გომორულმა აღვირახსნილობამ, რომ იგი იძულებული გახდა მისი უწმინდესობისათვის აუცილებელი ზომების სასწრაფოდ მიღების თხოვნით ეპისტოლეთი მიემართა:
„ჩვენი პრელატები (კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები) აშკარად ეწევიან გარყვნილებას, ერთთავად ღრეობენ, ცხენებს დააჭენებენ, უსირცხვილოდ წვებიან ხასებთან საეპისკოპოსო სასახლეებში. ეს უღირსი ღვთისმსახურნი მორწმუნეებს უფსკრულში ერეკებიან, უბრალო სასულიერონი კიდევ გარყვნილების უმაღლეს ზომამდე მივიდნენ, და ჩვენ სხვა გზა არა გვრჩება, იძულებული ვხვდებით წმინდა ზიარების წესის ჩატარება ავუკრძალოთ უღირსებს. ღვთისმსახურის წოდემ ჩვენ დროში ისეთი ზიზღი დაიმსახურა, რომ იძულებული ვხვდებით უფლის მსახურნი შევარჩიოთ სინდისით მოვაჭრეთა, გახრწნილთა და მკვლელთა შორის.
ოდესღაც წმინდა მოციქულმა განაცხადა, რომ სიკვდილის ღირსია არა მარტო ის, ვინც დანაშაულს სჩადის, არამედ ისიც, ვინც მისი შემწყნარებელიაო. რაღას იტყოდა, დედამიწაზე რომ დაბრუნებულიყო და ჩვენი დროის სამღვდელოება ენახა! სასულიერო წოდების გარყვნილება დღეს ისე დიდია და ზარდამცემი, რომ მღვდლები უკვე საკუთარ შვილებთან სცოდავენ. არამზადები თავს იმით იმართლებენ, რომის სასახლეც გარყვნილი იყოო. და რაკი ყველა დანაშაულისათვის ნიხრი აქვთ დადებული, არხეინად სჩადიან ბოროტმოქმედებას, ისე რომ სინდისიც აღარ აწუხებთ”.
ღირსი მამის – პეტრე დამიანის მიერ შედგენილ ეპისტოლეს რომის პაპმა – ლეო IX-მ ერთგვარი აღიარებითი საპასუხო წერილით გასცა პასუხი:
„ცოდვები, რომელთაც თქვენ ახსენებთ, უსასტიკეს სასჯელს იმსახურებენ. თუმცა ერთი მათგანის ჩამდენი ეკლესიიდან განკვეთით და ხარისხის წართმევით უნდა დაისაჯოს, მაგრამ ასეთ შემცოდე ღვთისმსახურთა რიცხვი სრულიად შეუძლებელს ხდის ამ ზომის მიღებას და იძულებული ვარ ეკლესიაში დავტოვო თვითონ დამნაშავეები”. – (ავტორი გენია.ჯი)