ვალენტინა ვლადიმიროვა – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია, გამოჩენილი რუსი მწერლის – გავრილ ტროეპოლსკის მიერ დაწერილი თხზულების მიხედვით 1977 წელს გადაღებულ ყველასათვის საყვარელ კინოფილმში – „შავყურა თეთრი ბიმი”, ერთ-ერთი გმირის სახე, კერძოდ კი ბიმიზე გადამტერებული „ბოროტი მეზობელი ქალის” როლი რუსმა მსახიობმა ქალმა – ვალენტინა ვლადიმიროვამ (1927-1994 წლები) განასახიერა. (ავტორი გენია.ჯი) ფილმმა იმთავითვე დიდი ემოცია გამოიწვია მნახველში, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მისი ყურების ჟამს არა ერთი თაობის მაყურებელს დაუღვრია ცრემლი. 1978 წელს „შავყურა თეთრი ბიმი” ოსკარის ნომინაციაზეც კი წარადგინეს, როგორც „საუკეთესო ფილმი უცხო ენაზე”, თუმცა უშედეგოდ… ფილმის გამოსვლის წელს (1977 წელი) სტანისლავ როსტოცკის მიერ გადაღებულ ფილმს ოფიციალური მონაცემების თანახმად – 23 მილიონმა ადამიანმა უყურა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მათზე დიდი ემოციური გავლენა იქონია ფილმში აღწერილმა მეტად სევდიანმა ისტორიამ, რადგან მაყურებელმა იგი ნამდვილ ისტორიად აღიქვა. და იმდენად ნამდვილ ისტორიად, რომ მასში მონაწილე მსახიობებს დიდი ხნის განმავლობაში სდევდათ თან მათ მიერ ფილმში განსახიერებული გმირების აჩრდილი. ბიმიზე გადამტერებული „ბოროტი მეზობელი ქალის” როლის შემსრულებელი – ვალენტინა ვლადიმიროვა ირწმუნებოდა, რომ ყველაზე მეტად სხვა მსახიობებთან შედარებით მე არ გამიმართლაო. და ამაში ნამდვილად იყო ჭეშმარიტების მარცვალი. ხალხმა იმდენად შეიძულა „ბოროტი დეიდა” (ასეა მოხსენიებული ვალენტინას მიერ განსახიერებული გმირი), რომ მსახიობ ქალს ქუჩაში არა ერთხელ შეექმნა დისკომფორტი ხალხისაგან.

„ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების შემდეგ, არა მხოლოდ ურთიერთობა გაწყვიტეს მეზობლებმა ჩემთან, არამედ ისინი გამარჯობის თქმასაც კი ერიდებოდნენ. მანამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კინომოყვარულთა გონებასა და გულში სამუდამოდ აღვიბეჭდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმ „ბოროტი დეიდის” განმასახიერებლად”. – განაცხადა სიცოცხლის უკანაკნელ ჟამს ვლადიმიროვამ. იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სკოლის ადმინისტრაციის მიერ მიწვეული იქნა „შავყურა თეთრი ბიმი”-ს მსახიობთა დასი. ერთადერთი მსახიობი, რომელთანაც მოსწავლეებმა ურთიერთობა არ ისურვეს, სწორედ რომ ვალენტინა ვლადიმიროვა (ბოროტი მეზობელი) იყო, რომელსაც ბავშვებმა ბიმის „სიკვდილში” დასდეს ბრალი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>