კონფუცის დამოკიდებულება ლაო-ძისადმი
ჩინური ისტორიოგრაფიის მამად წოდებული – სიმა ციანის მიერ დაწერილი გრანდიოზული ნაშრომი – „შიჯი”, იგივე – „ისტორიული ჩანაწერები” გვამცნობს, რომ ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს – ლაო-ძის, რომელიც უკვე ხანდაზმულ ასაკში იმყოფებოდა (ერთი ვესრიის თანახმად, ლაო-ძი 160 წლის ასაკში გარდაიცვალა), ძვ.წ.აღ-ით 517 წელს გენიალური ჩინელი მოაზროვნე და ფილოსოფოსი - კონფუცი ეწვია სტუმრად. (ავტორი გენია.ჯი) და როდესაც სტუმარმა წასვლა დააპირა, საიმპერატორო არქივის მცველი და სახელმწიფო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი მას შემდეგი სიტყვით დაემშვიდობა: „ო, ძვირფასო მეგობარო, მიატოვე შენი ქედმაღლობა, უარი თქვი სხვადასხვა არამართებული მისწრაფებებისა და მითიური გეგმების აღსრულებაზე: ყოველივე ამათ არანაირი ფასი არა აქვს შენივე საკუთარი „მე”-სთვის. მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი!”
ლაო-ძიდან წამოსული კონფუცი დიდი ხნის განმავლობაში იყო შესანიშნავი შთაბეჭდილების ქვეშ იმ მოკრძალებული და ბრძნული დიალოგის გამოისობით, რომელიც მან ლეგენდად ქცეულ ფილოსოფოსთან აწარმოა. თავისი დადებითი დამოკიდებულება ბრძენი ლაო-ძის მიმართ კონფუციმ მის მოწაფეებსაც გაანდო და გაანდო შემდეგი სიტყვებით: „მე ვიცი, როგორ ფრინავს ფრინველი, როგორ დარბის მხეცი, როგორ ცურავს თევზი, გამქცევის დაჭერა სამონადირეო ბადით არის შესაძლებელი, მცურავის – სათევზაო ბადით, ფრინველის ჩამოგდება მშვილდითაც ხდება. რაც შეეხება დრაკონს, – ჯერ კიდევ არ ვიცი, როგორ დავიჭირო იგი! მე შევხვდი ლაო-ძის და დრაკონი გამახსენდა!”. – (ავტორი გენია.ჯი)