ათენური დემოკრატიის ისტორიიდან
როგორც ცნობილია, დემოკრატიული მმართველობის ფორმას საფუძველი დაახლოებით 500 წელს ჩაეყარა ათენში. იმ პერიოდისათვის ამ უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრში 260 000 მოსახლე ცხოვრობდა, რომელთაგანაც 150 000 მონა იყო. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, 10-15 000 ათენელი ქვეყნის გარეთ იყო გასული, რის გამოც მონათა მსგავსად, არც მათ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. თავის მხრივ, ათენის მოქალაქეთა დარჩენილი ასი ათასიანი არმიიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს გააჩნდათ, რომელთა რაოდენობაც ისტორიკოსებისა და სტატისტიკოსების ცნობით, მაშინ ორმოცი ათას არ აღემატებოდა. თუმცა აქაც ასაკობრივი ცენზი იყო დაწესებული: არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდათ 30 წლიდან 80 წლამდე ასაკის მქონე მამაკაცებს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ათენში არჩევნები იმართებოდა თითქმის ყველა საჭირ-ბოროტო საკითხზე. მათ შორის ისეთ უმნიშვნელო საკითხზეც კი, როგორიც იყო რომელიმე საზეიმო ღონისძიებებისათვის საჭირო საუკეთესო ადგილის შერჩევა. თავდაპირველად, არჩევნებში მოსახლეობის მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას. დროთა განმავლობაში ელექტორატი კიდევ უფრო შემცირდა, რის გამოც ათენის ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონეთა „გულის მოსაგებად” მათზე თანხების გაღება დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ათენური დემოკრატია, იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქეებისათვის სტიმული მიეცა და ამომრჩევლები თავიანთი „მოქალაქეობრივი” ვალის აღსასრულებლად „საარჩევნო ყუთებთან” მიეყვანა, ამომრჩეველს ფულს უხდიდა. თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ამომრჩევლის მოსყიდვას, რადგან ამომრჩეველი მხოლოდ მაშინ გებულობდა რა საკითხზე იმართებოდა არჩევნები, როდესაც ისინი „ბულე”-ში (სახელმწიფო საბჭო ძველ ათენში) გამოცხადდებოდა ხმის მისაცემად. მიუხედავად ამისა, ათენის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც გულგრილობას იჩენდა არჩევნების მიმართ, რის გამოც ხელისუფლება უფრო ხისტ ქმედებებზე გადავიდა. ათენის დემოკრატიამ დაიწყო არჩევნებზე ამომრჩევლის ძალდატანებით მიყვანა. გარდა ამისა, არჩევნების დღეს ქუჩებში ხელისუფლების ბრძანებით გადაადგილდებოდა მონებისაგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი, რომელთა წევრებსაც ხელთ ეპყრათ წითლად ახლადშეღებილი თოკები. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი არ ჩქარობდა ან არ აპირებდა თავისი მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებას, მაშინ მათ მონების ჯგუფი ალყაში მოაქცევდა და წითლად ახლადშეღებილი თოკებით უსვრიდა ტანისამოსს, ნიშნად იმისა, რომ ის მოქალაქე, რომელიც თავს იკავებდა თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოხდაზე, დაცინვისა და დამცირების ობიექტად ქცეულიყო. – (ავტორი გენია.ჯი)