„მებრძოლ ათეისტთა კავშირი” – (ეპიზოდი)
საბჭოთა კავშირში 1925-1947 წლებში მოქმედმა – „მებრძოლ ათეისტთა კავშირმა”, რომლის ერთ-ერთ დევიზს წარმოადგენდა ლოზუნგი – „რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალიზმისათვის ბრძოლაა” და რომლის უმთავრეს მიზანსაც რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა, 1939 წელს მთავრობას მიმართა ინიციატივით, ახალი წელთაღრიცხვის ათვლა ქვეყანაში არა იესო ქრისტეს შობის თარიღიდან, არამედ რუსეთის იმპერიაში განხორციელებული რევოლუციის თარიღიდან დაწყებულიყო. ესე იგი, 1917 წლის 25 ოქტომბრიდან. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ისიც, რომ მათი აზრით, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის ოფიციალურად ეწოდებინათ – „სოციალისტური რევოლუციის პირველი წელი”. გარდა ამ უტოპიური ინიციატივისა, ეს ყოვლად ამაზრზენი, ეგერეთ წოდებული, „საზოგადოებრივი ორგანიზაცია” სხვა ინიციატივითაც წარსდგა საბჭოთა ხელისუფლების წინაშე: წელიწადის თვეებს უნდა შეცვლოდა სახელები. მაგალითად, იანვარს უნდა დარქმეოდა – „ლენინი”, თებერვალს – „მარქსი”, მარტს – „რევოლუცია”, აპრილს – „სვერდლოვი”, მაისს – „საბჭოთა კაონსტიტუცია” და ასე შემდეგ. დეკემბრის თვეს კი, „მებრძოლ ათეისტთა კავშირის” იდეით – „სტალინი” უნდა რქმეოდა. საბედნიეროდ, ზემოაღნიშნული ინიციატივები მიღებული არ იქნა. – (ავტორი გენია.ჯი)