ანაქსაგორა კლაზომენელი – „ეპიზოდი”
გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და ფილოსოფიის იონური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ანაქსაგორა კლაზომენელის (ძვ.წ.აღ-ით 500-428 წლები) მიერ ათენში დაარსებულმა ფილოსოფიურმა სკოლამ მხოლოდ 30 წლის განმავლობაში იფუნქციონირა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული სკოლა თავის დროზე გაიარა ისეთმა სახელგანთქმულმა ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ – ევრიპიდე, პერიკლე, არქელაოსი და სავარაუდოდ, სოკრატეც. მიუხედავად დიდი ავტორიტეტისა და მრავალრიცხოვანი მოსწავლეებისა, ანაქსაგორას მაინც ვერ ასცდა ძველ ბერძნული მართლმსაჯულების დევნა-შევიწროებას. ღვთისგმობასა და მკრეხელობაში დადანაშაულებული ფილოსოფოსი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, იძულებული გახდა ათენიდან გაქცეულიყო და თავი ლამპსაკუსისათვის შეეფარებინა, სადაც ათენის მსგავსად, ახალი ფილოსოფიური სკოლა დააფუძნა მოგვიანებით. მას შემდეგ, რაც ანაქსაგორას ერთ-ერთმა მოსწავლემ სინანული ვერ დამალა თავისი მასწავლებლის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო, ანაქსაგორამ იგი შემდეგი სიტყვით დაამშვიდა: „ – ასეთივე განაჩენი ჰკიდია ჩემი მოსამართლეების თავზე. ეს განაჩენი მათ თვით ბუნებამ გამოუტანა”. არისტოტელე, რომელიც დიდად აფასებდა ანაქსაგორას, მას მოიხსენიებდა, როგორც – „ერთადერთ ფხიზელს მთვრალების კამპანიაში”. – (ავტორი გენია.ჯი)