ფრაგმენტი ისტორიის ფურცლებიდან…
როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დასრულების ჟამს რუსეთის იმპერიის არმიაში ძალიან გახშირდა დეზერტირობის შემთხვევები. (ავტორი გენია.ჯი) სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, 1916 წლისთვის დაუძლურებული იმპერიის არმიაში დეზერტირთა რიცხვმა 1 500 000 მიაღწია. დეზერტირობის ასეთ მსხვილ მასშტაბებს მეფის ხელისუფლებამ უმკაცრესი სადამსჯელო ღონისძიებები დაუპირისპირა. ხელისუფლების სატრაპებმა ჯარისკაცთა რიგების შევსება ფრონტზე ზურგში დამიზნებული ხიშტების გამოყენებით დაიწყეს. თუმცა ისინი ამისათვის სხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებისგანაც არ იკავებდნენ თავს. მაგალითად, ცნობილია, რომ, როდესაც კავკასიის მეხუთე მესაზღვრეთა პოლკში მეხუთე და მეექვსე ასეულებმა უარი თქვეს შეტევაში მონაწილეობაზე, გენერალ-ლეინტენანტ იაბლოჩნიკის ბრძანებით პოლკის წინ გამოყვანილი და დახვრეტილი იქნა ზემოაღნიშნულ პოლკში საპროტესტო აქციის ორგანიზატორი, ჯარისკაცი, გვარად – ვოევოდინი. ომის მიმდინარეობისას დეზერტირთა დახვრეტა ისტორიისათვის არ არის უცხო მოვლენა, მაგრამ, რაც სამაგალითოდ დასჯილი ვოევოდინის დახვრეტის შემდეგ მოიმოქმედა იაბლოჩნიკმა, მართლაც რომ იშვიათი მოვლენა გახლავთ. კერძოდ: მას შემდეგ, რაც დახვრეტილი ჯარისკაცის ცხედარი მიწას იქნა მიბარებული, გენერალ-ლეინტენატ იაბლოჩნიკის საგანგებო ბრძანებით, ვოევოდინის საფლავზე „საზეიმო მარშის” მუსიკის თანხლებით გადაიარა მთელმა მეხუთე პოლკმა. – (ავტორი გენია.ჯი)