„დამაკვირდი”
1. „იცით, ადამიანი უცნაური ქმნილებაა. სრულიად უიარაღო მსოფლიოს წინაშე, ამასთანავე რა გაქანების, ძალის მქონე… ამ ძალას მსოფლიო ვერ დაიტევს. ადამიანი იბადება ცხოვრებისათვის სრულიად მოურგებელი, ყოველ მწერზე უფრო შიშველი, უფრო უძლური, რადგან მწერებს მაშინვე შეუძლიათ რაღაც გააკეთონ. მერე კი ნელ-ნელა ამ ადამიანში იღვიძებს უზომო ბატონობისმოყვარულობა… ხომ საოცრებაა?” – ჟან კასუ – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ყოველ კეთილშობილ ადამიანში არის სიგიჟის რაღაც ნატამალი”. – ირვინგ სტოუნი
* * *
3. „ცოდვაა სხვის უბედურებაზე სიცილი”. – მიხეილ შოლოხოვი
* * *
4. „მხოლოდ უდრეკნი და სულგრძელნი იხილავენ თავიანთი დაწყებული საქმის კეთილ დასასრულს”. – ჰაჯი რაჰიმი
* * *
5. „მართლის მთქმელი თავისი დღით არ მოკვდებაო”. – (ძველი მონღოლური სიბრძნე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „როცა სასწაული ხდება მუხლის მოყრა არ უნდა გვეზარებოდეს”. – ლეო ტაქსილი
* * *
7. „მე შემიძლია მთელი ამბავი ავაგო ერთ უბრალო გამოხედვაზე”. – პროსპერ მერიმე
* * *
8. „დიდი ამბავი ყოველთვის ორი სახით გვევლინება: ნამდვილი და მისი აჩრდილი”. – ჟან კასუ
* * *
9. „შხამით სავსე ფიალა რჩეულთა ხვედრია”. – ხოსე მარტი
* * *
10. „რაკი თვითმკვლელობა უპირისპირდება ბუნებას, მე არ შემიძლია დასაშვებად მიმაჩნდეს იგი”. – ჯაკომო ლეოპარდი – (ავტორი გენია.ჯი)