მიხეილ ლომონოსოვი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მეცნიერ-ბუნებისმეტყველი, ენციკლოპედისტი და ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი – მიხეილ ლომონოსოვი (1711-1765 წლები) პირველი იყო მათ შორის, ვინც მიხვდა, ქვეყანაში უნივერსიტეტის დაარსების აუცილებლობას. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა კოლოსალური შრომის ფასად მეცნიერებაში გზაგაკაფულმა დიდმა სწავლულმა ისიც კარგად უწყოდა, რომ მის მიერ შემუშავებული პროექტის განხორციელება სერიოზულ ფინანსურ შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული. წოდებებისა და ხარისხების არ მქონე ლომონოსოვს ერთადერთ გზად ესახებოდა იმპერატორისა და სენატის დარწმუნება იმაში, რომ ხარჯების გაღება ამ საშვილთაშვილო საქმისათვის აუცილებელი და სავალდებულო იყო. რამდენიმე ხანში მიხეილი იმპერატორთან დაახლოებულ ელისაბედ I-ის ერთ-ერთ ქარაფშუტა ფავორიტს, ახალგაზრდა დიდებულს – ივანე შუვალოვს დაუკავშირდა და მას სთხოვა დახმარება. გრაფი შუვალოვი, რომელიც საკუთარ თავს მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველად მიიჩნევდა თავს, ლომონოსოვის წინადადებამ დიდად დააინტერესა. მან შეთავაზებულ წინადადებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა-კი, უამრავი არასახარბიელო შენიშვნა შეიტანა ლომონოსოვის პროექტში. შედეგად, გრაფმა შუვალოვმა „მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის”, რომელსაც დღეისათვის – „მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი” ჰქვია, დამაარსებლის დიდებაც მიისაკუთრა. მეტად საყურადღებოა ის გარემოება, რომ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი ლომონოსოვი, არა მხოლოდ არ მოუხსენიებიათ არც ერთ ოფიციალურ დოკუმეტში, არამედ მისი სახელი საერთოდ არც კი უხსენებიათ უნივერსიტეტის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 1755 წლის 12 იანვარს (ძველი სტილით).
…და მიუხედავად ამისა, მიხეილ ლომონოსოვის განუზომელი ღვაწლი მაინც არ დარჩა შეუმჩნეველი და დაუფასებელი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ პირველი რუსული უნივერსიტეტის ფუძემდებელი – მიხეილ ლომონოსოვი იყო, რასაც დიდი რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის მიერ სახელგანთქმული სწავლილისა და მეცნიერის მიმართ წარმოთქმული ეს სიტყვებიც ადასტურებს: „ლომონოსოვმა, რომელიც თვითონ იყო პირველი უნივერსიტეტი, დააარსა პირველი რუსილი უნივერსიტეტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე შუვალოვი
მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი