ავადსახსენებლი ბრძანების შედეგი

„უკუნი ღამით რაზმმა ჯოჯოხეთური ცეცხლი გააჩაღა. გაისმოდა კაცების, ქალებისა და ბავშვების ყრუ კვნესა, რასაც თან საქონლის ბღავილი ერთვოდა. გახურებული კედლები სკდებოდა… დილას მღვიმის შესასვლელი გაასუფთავეს და თვალს საშინელი სურათი გადაეშალა… ადამიანები ეყარნენ პირუტყვთა შორის, პირუტყვთა ქვეშ. მე ერთი კაცის გვამს დავაცქერდი. დაჩოქილს ხელები ხარისათვის რქებში ჩაეჭიდა. მის წინ კი ქალი იწვა, მკერდში ბავშვი ჩაეკრა. ეტყობა, კაცი მაშინ გაიგუდა, როცა კვამლისაგან გამძვინვარებულ პირუტყვს იგერიებდა, ახლობელთა დაცვას ცდილობდა… მღვიმეში 760 გვამი ვნახეთ”… – ასეთი შემაძრწუნებელი სახის ჩანაწერი დაგვიტოვა ერთ-ერთმა იმ ფრანგმა ჯარისკაცმა, რომელმაც 1845 წლის გაზაფხულზე მონაწილეობა მიიღო დაჰრის კირქვიან მთებში არსებულ მღვიმეებში თავშეფარებული ულ-ედ-რიას ტომის მშვიდობიან და უმწეო მოქალაქეთა მასობრივ განადგურებაში. (ავტორი გენია.ჯი) აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ალჟირის წინააღმდეგ მიმართული დაპყრობითი ომის ისტორიაში გენერალ – პელისიეს მიერ გაცემულ ამ ავადსახსენებელ ბრძანებასთან ერთად, დაჰრის აჯანყების ჩახშობა საფრანგეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე „სამარცხვინო ფურცლად” არის მიჩნეული დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>