იოჰანეს ბრამსი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – იოჰანეს ბრამსის (1833-1897 წლები) ბიოგრაფთა გადმოცემის თანახმად ირკვევა, რომ რომანტიზმის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მუსიკოსი ძალიან რთული ხასიათით გამორჩეული პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი პირქუში და ხისტი ხასიათი იყო მიზეზი იმისა, რომ ბრამსი ხშირად შედიოდა კონფლიქტში თვით უახლოეს ადამიანებთანაც კი. ერთხელ, როდესაც ბრამსმა ის იყო წასვლა დააპირა ერთ-ერთი წვეულებიდან, სადაც კომპოზიტორმა მოახერხა და რამდენიმე ადამიანთან შევიდა კონფლიქტში, გულწრფელად მოიხადა ბოდიში წვეულებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე იმისათვის, რომ დროის სიმცირის გამო ყველას განაწყენება ვერ მოასწრო. – (ავგტორი გენია.ჯი)