ემილ გოგენი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინჟინრად მომუშავე სახელოვანი ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის – პოლ გოგენის უფროსმა ვაჟმა – ემილ გოგენმა, 1921 წლის 24 დეკემბერით დათარიღებულ მონფრედისადმი მიწერილ წერილში შემდეგი სახის აღიარება გააკეთა: „მამის სიკვდილის შემდეგ გარეშე პირთა შეკითხვაზე არაერთხელ მიპასუხია, რომ მე არა ვარ დიდი გოგენის ვაჟიშვილი; იმ საბაბით, რომ გოგენის შვილი ვარ, ფულის შოვნა არასდროს მიცდია, არასოდეს არაფერი მომითხოვია, საერთოდაც, მუდამ მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი დაწყევლა და შეჩვენება უფრო იყო, ვინაიდან დიდ გოგენთან შედარებით აშკარად ჩანდა, რომ მე ძალზე უფერული და ჩვეულებრივი კაცი ვიყავი”. – (ავტორი გენია.ჯი)