მიხეილ გლინკა – „ეპიზოდი”
რუსული ოპერის „მამად” წოდებული დიდი რუსი კომპოზიტორი – მიხეილ გლინკა (1804-1857 წლები) თითქმის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდა დედის – ევგენია გლინკა-ზემელკას (1784-1851 წლები) განსაკუთრებული მზრუნველობისა და ზეგავლენის ქვეშ. (ავტორი გენია.ჯი) ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც მის ვაჟს ეხებოდა, მიუხედავად მიხეილის ზრდასრული ასაკისა, ევგენია წყვეტდა. დედის რჩევას გლინკა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და თავადაც ცდილობდა მუდმივად ჰყოლოდა ამა თუ იმ საჭირბოროტო საქმის ყურში იგი. ამის დასტურია ისიც, რომ არ არსებობდა კვირა, კომპოზიტორს სოფელ ნოვოსპასკოეში მცხოვრები დედისათვის წერილი არ გაეგზავნა (რაღა თქმა უნდა, თუ უცხოეთში არ იმყოფებოდა გლინკა). მას შემდეგ, რაც ევგენიაზე ფრიად დამოკიდებულმა გლინკამ დედის გარდაცვალება შეიტყო, ნერვიულობის ნიადაგზე მარჯვენა ხელი წაერთვა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიხეილი არ დასწრებია დედის არც პანაშვიდებს და არც დაკრძალვას. ის კი არა და, კომპოზიტორი ისე აღესრულა, რომ არასოდეს მისულა დედის საფლავზე. ერთ დღეს, მეუღლემ მიხეილს უსაყვედურა იმის გამო, რომ იგი წლების განმავლობაში არ ჩასულა მშობლიური სოფლის მოსანახულებლად, რაზედაც კომპოზიტორმა თავი ცოლის წინაშე შემდეგი სიტყვით იმართლა – „დედის გარეშე ნოვოსპასკოეში ჩასვლა ყოველგვარ აზრს არის მოკლებულიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ევგენია გლინკა-ზემელკა