ვინსენტ ვილემ ვან გოგი – „ეპიზოდი”
„წმინდა პავლე მავზოლიელის თავშესაფრად” წოდებული სენ რემის სულით ავადმყოფთა საავადმყოფოს ალაყაფის კარს მიღმა მყოფმა ნიდერლანდული ფერწერის დიდოსტატმა – ვინსენტ ვან გოგმა (1853-1890 წლები), რომელსაც თავისი პალატის დამრეც საწოლში ძილი იშვიათად თუ მიეკარებოდა ხოლმე, ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებლის – ეჟენ დელაკრუას წიგნში ავტორის მიერ გაკეთერბული ერთი საყურადღებო ფრაზა აღმოაჩინა: „მხატვრობა მაშინ გავიგე რა ყოფილა, როცა აღარც კბილები მქონდა და აღარც ჯანმრთელობა მომდევდა”. ვინსენტზე, რომლისთვისაც ვერ გაეგოთ, იმიტომ ხატავდა, რომ გიჟი იყო, თუ გიჟი იმიტომ იყო, რომ ხატავდა, დელაკრუას ფრაზამ იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მიხრწნილ ბერიკაცს დამსგავსებულ ახალგაზრდა კაცს კვლავაც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და იგი საწოლიდან წამოაყენა. (ავტორი გენია.ჯი) საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს დრო, როცა საჭირო ხდება მოიცილო თავიდან ტკივილი, როგორც ჭუჭყიანი ტანსაცმელი. სწორედ ასეთი დრო დაუდგა იმ პერიოდში ნიდერლანდელ ტიტანს. იმედმოცემული ვან გოგის დაზიანებულ ფსიქიკაზე სხვა რიგმა სასიამოვნო ინფორმაციებმაც იქონია დადებითი გავლენა, რამაც მხატვარი კვლავაც ჯანსაღ ადამიანად აქცია. „თუკი დელაკრუამ მაშინ გაიგო რა ყოფილა მხატვრობა, როცა აღარც კბილები გააჩნდა და აღარც ჯანმრთელობა, მეც შემიძლია გავიგო იგი, როცა აღარც კბილები მაქვს და აღარც საღი აზროვნება”-ო, – მისწერა ვან გოგმა თავის ძმას, თეოს და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ განუზომლად მოზღვავებული ენერგიით შექმნა ისეთი შედევრი-ტილოები, როგორებიცაა – „კეთილი სამარიტელი”, „მხვნელი” და „მთესველი”. – (ავტორი გენია.ჯი)
ეჟენ დელაკრუა
„კეთილი სამარიტელი”
„მთესველი”