„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ამდენი გნიასი და ღრიანცელი იმის შედეგია, რომ ყველას სურს ყველაფერი იყოს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოგზაურობა მეგობრებთან ერთად თითქმის იგივეა, რომ დარჩეთ თქვენს დარბაზში და მთელმა ქვეყანამ, როგორც მოძრავმა პანორამამ, გაიაროს თქვენი ფანჯრების წინ”.
* * *
„როდესაც ვნებათა ღელვა გვათამაშებს, ჩვენი თავმოყვარეობა მცირეოდენ ნუგეშს მაინც გრძნობს, თუ ჩვენი სიამაყის მწვერვალიდან დავცქერით საკუთარ სისუსტეს. „მართალია, სუსტი ვარ, – ვამბობთ გულში, – მაგრამ, აბა მოვინდომო”…
* * *
„ქალს რომ მოეწონო, უპირველესად, თავისებური უნდა იყო, სხვებს არა ჰგავდე”.
* * *
„ის ადამიანი, რომელიც თავის ხვაშიადს გვანდობს, როდესაც ჩვენ არაფერს ვეკითხებით, ჩვეულებრივ, ნაწყენი რჩება, თუ ჩვენსასაც არ შეიტყობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა მოდგმა, რომელსაც სწამდა, სწამს და კვლავაც იწამებს უთვალავ სისულელეს, არასოდეს არ ირწმუნებს იმას, რომ არაფერი არ იცის, არაფერს არ ნიშნავს და არც არაფრის იმედი არ უნდა ჰქონედს”.
* * *
„ადამიანები ყოველ წამს მზად არიან იარაღი დაყარონ ბედისწერის წინაშე”.
* * *
„ჩვენი საუკუნე წინარე საუკუნეებზე უფრო მაღლა დგას”. – ასე ფიქრობდა ყველა საუკუნე, მათ შორის, თვით ყველაზე ბარბაროსული საუკუნენიც”.
* * *
„ადამიანთა საზოგადოება არასოდეს არა დგას ერთ ადგილზე და ვერც ერთ საუკუნეში ვერ მიაღწევს იმ დგომარეობას, რომელიც უცვლელი დარჩება უკუნისამდე”.
* * *
„ძალაუნებურად მამაცი იქნები, როცა ჯიბეში გახვრეტილი გროში არა გაქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)