ჯაკომო ლეოპარდი – „ ასე უკეთ ჩავაბარებთ ცხოვრების მძიმე გამოცდას”

„რაგინდ ურიცხვიც ან უსასრულოც არ უნდა იყოს უბედურება, თუკი რაღაც გაუსაძლისი არა გვჭირს, ან საზარელი ტკივილი არ გვანატრებინებს სიკვდილს, მაინც შეიძლება მისი ატანა, მით უმეტეს, თუ კაცი ბრძენია და სულით ძლიერი. ხოლო ჩვენი სიცოცხლე იმად არა ღირს, რომ კაცს სხვა საფიქრალი არა ჰქონდეს, გარდა იმისა, თუ როგორ შენარჩუნოს ან დაუტევოს იგი. მაშ რა საჭიროა ამდენი ყოყმანი, დაუსრულებელი მერყეობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. სულ უმნიშვნელო საბაბიც საკმარისია, რათა სიცოცხლისკენ გადავიხაროთ, ესე იგი, ამ ქვეყნისკენ ვიქციოთ პირი. ვიცოცხლოთ, ჩემო მეგობრებო, და დავეხმაროთ ერთიმეორეს; ნუ ვიტყვით უარს იმაზე, რომ ჩვენი წილი ტვირთი ვათრიოთ, იმ უზარმაზარი და უმძიმესი ტვირთის ყოვლად უმნიშვნელო ნაწილი, რომელიც ბედისწერამ მხრებზე აჰკიდა მთელს კაცთა მოდგმას. ვიყოთ ერთად, მხარი მხარს მივცეთ, გავამხნევოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ ერთიმეორეს, – ასე უკეთ ჩავაბარებთ ცხოვრების მძიმე გამოცდას. ხოლო როდესაც მოვა სიკვდილი, უდრტვინველად შევხვდებით მას: უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩვენს გვერდით იქნებიან მეგობრები და სიკვდილს გაგვიადვილებს იმაზე ფიქრი, რომ მერე, როცა აღარ ვიქნებით, ისინი კვლავ არაერთხელ გაგვიხსენებენ ჩუმი და სევდიანი სიყვარულით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>