რამ შთააგონა ვან გოგს „გოგენის სავარძელი”-ს დახატვა?
გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის მიერ 1888 წელს დახატული შედევრი ტილოს – „გოგენის სავარძელი”-ს შექმნას წინ ერთი მეტად საინტერესო ისტორია უძღოდა. (ავტორი გენია.ჯი) 1882 წელს ჰააგაში, მიუვესთან სამუშაოდ ჩასულმა ვინსენტმა თავის ძმას, თეოს წერილი გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) „მას შემდეგ, რაც დიდი ინგლისელი მწერალი – ჩარლზ დიკენსი გარდაიცვალა, ლიტერატორის უახლოესი მეგობარი და მისი რომანების ცნობილი ილუსტრატორი – ლიუკ ფილიპსი აწგარდაცვლილი მეგობრის ბინას ეწვია. ჩარლზის სამუშაო კაბინეტში შესულს უმალ თვალში მოხვედრია მეგობრის ცარიელი სკამი, რომლის ხილვასაც ისე შეუზარავს იგი, რომ უმალვე დაუხატავს სურათი, სახელწოდებით – „ცარიელი სკამი”. მე ვნახე ეს სურათი და განუზომლად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. უკვე რამდენია და რაც დრო გავა, ადამიანების მაგივრად მხოლოდ ცარიელი სკამები დარჩებიან”-ო, – ატყობინებდა ნიდერლანდელი ფერმწერი ძმას.
გავიდა ხანი…
ვან გოგის მეგობარმა – პოლ გოგენმა გადაწყვიტა, რომ სამუდამოდ დაეტოვებინა ვინსენტის არლიში განთავსებული საყოველთაოდ ცნობილი „ყვითელი სახლი”. კვლავაც მარტოდ დარჩენილი მხატვრის გონებაში კი, გოგენის ცარიელი სავარძლის ხილვამ მყისიერად წამოატივტივა ლიუკ ფილიპსის მიერ დახატული მეგობრის „ცარიელი სკამი”. და სწორედ ამ სურათმა შთააგონა სასოწარკვეთილ გენიოსს 1888 წელს დაეხატა თავისი ერთ-ერთი შედევრი-ტილო – „გოგენის სავარძელი”. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ იმავე ტილოს შთაგონებით დახატა ავტორმა მისი მეორე შედევრი-სურათიც – „ვან გოგის სკამი”. – (ავტორი გენია.ჯი)
„ვან გოგის სკამი”