სერგი ჭილაია წერდა…
„თქვენ როდისმე გიფიქრიათ თუ არა იმაზე, ჩვენი ცხოვრება მოსაცდელ დარბაზში ყოფნას რომ ჰგავს? დგახარ და უცდი გემის თუ მატარებლის გასვლას, მერე მოვა დრო, დარეკავს ზარი, მოკალათდები მატარებელში თუ გემში და მიდიხარ, ამ დარბაზს აქ სხვა ხალხი ავსებს. ახლა ის უცდის, მერე იმის ჯერიც მოვა და ისიც მიდის და ასე დღენიადაგ. მგზავრები მოდიან და მიდიან. ეს დარბაზი კი დგას, ეს მიწაც, ეს ზღვაც, ეს ცაც დგას მშვიდად, წყნარად, ჩვენ სადღაც მიგვეჩქარება, ვღელავთ და ვუცდით, მერე დარეკავს ზარი და, ჰაიდა! მივდივართ!.. ოღონდ, მატარებლისა და გემისაგან განსხვავებით, იმ ქვეყნიდან არასოდეს ბრუნდებიან მეორედ”. – (ავტორი გენია.ჯი)