შათირი
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მონღოლი მხედართმთავრის – ჩინგიზ-ყაენის მბრძანებლობის ეპოქაში (XII-XIII საუკუნეები), მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის არმიის ბელადებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში მიმოფანტული ჩინგიზის ჯარის ბელადები ერთმანეთთან კონტაქტს მიმოწერის მეშვეობით ვერ ამყარებდნენ. იმისათვის, რომ მონღოლებს ეს ნაკლი აღმოეფხვრათ და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მტრისაგან საიდუმლოდ გაეცვალათ ერთმანეთში, ისინი სიმღერის სახით ადგენდნენ კოლეგებისათვის გადასაცემ ტექსტებს, რომლებიც უცილობლად, ყოველგვარი დამახინჯების გარეშე, ზეპირად უნდა დაემახსოვრებინათ ამ საქმისათვის სპეციალურად შერჩეულ, გონებაგახსნილ ადამიანებს. „შათირი” – ასეთი სახელწოდებით მოიხსენიებდნენ მონღოლები თავიანთ შიქრიკს. – (ავტორი გენია.ჯი).