რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიიდან…
მას შემდეგ, რაც 1046 წელს რომის პაპი გრიგოლ VI საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა – ჰაინრიხ III შავმა დაამხო, დღის წესრიგში ახალი პონტიფიკოსის არჩევა დადგა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ იმპერატორს მისი სათანადო შემცვლელი მოეძებნა, თავი მოუყარა წმინდა პეტრეს ტაძრის ეკლესიის მსახურთ, კლირებსა და სენატორებს, რომელთაც წინადადება მისცა დაუყონებლივ აერჩიათ ახალი პაპი. ამასთან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოციქულის ტახტზე უცილობლად ღირსეული კანდიდატი დაესახელებინათ. დამსწრე საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში დუმდა და, როდესაც ჰაინრიხმა დუმილის მიზეზის განმარტება მოითხოვა, ერთ-ერთმა პრელატმა (არქიეპისკოპოსმა) დამსწრე საზოგადოების სახელით ისეთი პასუხი გასცა იმპერატორს, რომელიც არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ ნათლად ასახავდა იმ უკიდურეს მძიმე მდგომარეობას, რასაც ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული XI საუკუნის რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში: „რომის სამღვდელოება იმდენად არის დაცემული და გახრწნილი, რომ თავისი წიაღიდან აღარ შეუძლია ისეთი კაცის გამოყვანა, მღვდელმთავრის წოდების ღირსი რომ იქნება”-ო. რომის პაპად კი, საბოლოო ჯამში არჩეული იქნა გერმანული წარმომავლობის მქონე – სიუტგერ შიდგერ-მორსლებენ-ჰორნბურგი. იგი რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტზე – კლემენტ II-ის სახელით ავიდა. – (ავტორი გენია.ჯი)