იცით თუ არა, რომ?!
1. ჰიმალაის მთებში განთავსებულ „დედამიწის ქუდად” წოდებულ ნეპალში აქტიურ ცხოვრებას მოსახლეობა ძალიან ადრეულად, დილის ხუთი საათიდან იწყებს. ამის დასტურია ისიც, რომ ქვეყანაში არსებულ უნივერსიტეტებში სწვალის პროცესი დილის 6 საათზე იწყება და 12 საათზე მთავრდება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ანტიკურ ეპოქას კარლ მარქსმა „კაცობრიობის ბავშვობა”უწოდა.
* * *
3. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ნაყოფიერმა ესპანელმა დრამატურგმა – ლოპე დე ვეგამ, თავისი ცნობილი სამ აქტიანი პიესა – „ძაღლი თივაზე”, სულ რაღაც სამიოდე დღეში დაწერა.
* * *
4. ოკეანეების საშუალო სიღრმე დაახლოებით 4 კილომეტრია, ხოლო ხმელეთის საშუალო სიმაღლე კი – 840 მეტრი.
* * *
5. ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უზბეკეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეტრო ფუნქციონირებს (1977 წლიდან). – (ავტორი მგენია.ჯი)
* * *
6. ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა თავიანთ ამაზრზენ და სამარცხვინო საქციელს კიდევ ერთი ამაზრზენი და სამარცხვინო ქმედება, მოკლულის ცხედრის გაძარცვით დაუმატეს. მოკლულ მამულიშვილს „საქართველოს მკვლელობის მოსურნეებმა” პალტო, პიჯაკი, ჟილეტი, ოქროს საათი, საფულე, სათვალე და პატარა ბოხჩა, რომელშიაც ილია საბუთებს ინახავდა, გასტაცეს.
* * *
7. ტუნისში პოლიციელებს არა აქვთ ავტომობილის გაჩერების უფლება საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ საჭეს მანდილოსანი მართავს.
* * *
8. ოცდაერთი წლის ასაკში მყოფი ბენიტო მუსოლინი სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი ნებაყოფლობით აარიდა და შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ემიგრირდა.
* * *
9. გენიალური ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის თხზულებათა თარგმანი ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე პირველად VI-VII საუკუნეების მიჯნაზე განხორციელდა. იმ პერიოდში თარგმნილი იქნა „პროკოპის მარტვილობა”, რომელშიაც გვხვდება ლექსად თარგმნილი ერთი ტაეპი „ილიადას” მეორე სიმღერიდან.
* * *
10. X საუკუნის რომის კათოლიკურ ეკლესიაში მოღვაწე ეპისკოპოსთა ნაწილი ირწმუნებოდა, რომ რომის პაპი – იოანე XII წირვაზე ხშირად მთვრალი დადიოდაო. ეპისკოპოსი ნარნი კი სულაც იმას ამტკიცებდა, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აკურთხა იოანემ ვიღაც ვიგინდარა დიაკვნად – საჯინიბოშიო. – (ავტორი გენია.ჯი)