ვოლტერი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ გენიალურ ფრანგ მწერალთან და ფილოსოფოსთან – ვოლტერთან (1694-1778 წლები) პირადი შეხვედრის პატივი ხვდომოდა წილად, ერთმა გონებამახვილმა ახალგაზრდა სწავლულმა არ დაიზარა და თავის კუმირს შორეული პარიზიდან შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე განთავსებულ სოფელ ფერნიეში სპეციალურად ჩააკითხა. (ავტორი გენია.ჯი) პარიზელი სტუმარი ვოლტერის ნათესავმა ქალმა – დენიმ დიდი პატივით კი მიიღო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იმ პერიოდში ფილოსოფოსი ძალიან დაკავებული იყო საქმეებით. შესაბამისად, ფრანსუა მარი არუესთან შეხვედრა და მისი გაცნობა დედაქალაქელი სწავლულისათვის კვლავაც მიუღწეველ ოცნებად დარჩა. პარიზში გამგზავრების წინ სტუმარმა დენის ვოლტერისათვის გადასაცემი წერილი დაუტოვა, რომელიც ფრიად მრავლისმეტყველი წინადადებით სრულდებოდა: „მე თქვენ ღმერთად მიგიჩნევდით და ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემ სიმართლეში, რადგან თქვენი ხილვა ისევე შეუძლებელია, როგორც მისი ხილვა”. ამბობენ, სახლში დაბრუნებული ვოლტერი იმდენად მოუხიბლავს სტუმრის ჭკუამახვილურად შედგენილ წერილს, რომ იგი არა მხოლოდ უმალვე გაქცეულა გასამგზავრებლად გამზადებულ ახალგაზრდა სწავლულთან, არამედ, როცა მისთვის სულზე მიუსწრია, გულშიც კი ჩაუკრავს იგიო. – (ავტორი გენია.ჯი)