ჯეიმზ ჯოისი – „სტუმარმასპინძლობა – ჭეშმარიტად მეფური ნაკლია”
„წლითიწლობით სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ არც ერთი ტრადიცია ჩვენი ქვეყნისა არ არის ისეთი ღირსეული, ისე დასაცავი და გასაფრთხილებელი, როგორც სტუმარმასპინძლობისა. ეს ტრადიცია დღესდღეობით მხოლოდ ჩვენთანღა შემორჩა. ამის თქმის ნებას ჩემი გამოცდილება მაძლევს (მე ხომ არა ერთი და ორი ქვეყანა მომინახულებია საზღვარგარეთ). ალბათ, ზოგი მიკიჟინებს და მეტყვის, ეგ ტრადიცია ჩვენი ნაკლი უფროა, ვიდრე თავმოსაწონებელი ამბავიო. დაე, ასე იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს გახლავთ ჭეშმარიტად მეფური ნაკლი და ვიმედოვნებ, იგი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენი ხალხის გამოუსწორებელ ხარვეზად”. – (ავტორი გენია.ჯი)