ბრიტანული სამართალი – „ეპიზოდი”
XVII საუკუნეში ბრიტანეთში მოქმედი სამართალწარმოება მკაცრ და ხშირ შემთხვევაში, სასტიკ, ველურ კანონებზეც კი იყო აგებული. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნულ პერიოდში სისხლის სამართლებლივი დევნა 7 წლის ბავშვებზეც კი ვრცელდებოდა. და ვრცელდებოდა მთელი თავისი სისასტიკით: სიკვდილის დასჯის ჩათვლით.
ერთ-ერთ ძველ ბრიტანულ სასამართლო დოკუმენტში მოყვანილია საშინელი ისტორია 8 წლის ასაკის მქონე – ჯონ დინის შესახებ, რომელიც 1629 წელს სასამართლომ ორი ბეღელის გადაწვაში სცნო დამნაშავედ. ქალაქ უინძორის მკვიდრს, 8 წლის ასაკში მყოფ ბავშვს – ჯონ დინის სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. იმავე წელს ბოროტი ხულიგნობისათვის მსჯავრდებული პატარა სიკვდილმისჯილი – ჩამოახრჩვეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის მიერ ჩადენილ უგუნურ ქმედებას არა მხოლოდ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ არც არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით, ბრიტანულმა კანონებმა უფრო „ჰუმანური” სახე მიიღო და 1963 წლამდე სისხლის სამართლის აღძრა სხვადასხვა პერიოდებში დასაშვები გახდა 8, შემდგომ 9 და ბოლოს 10 წლის ბავშვების მიმართ.- (ავტორი გენია.ჯი)