უილიამ ევერი როკფელერის შესახებ…
მსოფლიოს პირველი მილიარდერის, საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენისა და ფილანთროპის – ჯონ როკფელერის მამა – უილიამ ევერი როკფელერი (1810-1906 წლები), ფსევდონიმად „ექიმ უილიამ ლივინგსტონის” სახელს ატარებდა და ძალიან ცუდი, აფერისტის რეპუტაციით სარგებლობდა ხალხში. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ იმასაც, რომ ის იყო კაცი, რომელიც სხვათა დანაზოგის ხარჯზე ამჯობინებდა ცხოვრებასო. იმისათვის რომ უილიამს სარჩო-საბადებელი მოეპოვებინა, არაფერს თაკილობდა. მათ შორის არც აფერისტობას. თუმცა-კი უცილობლად უნდა შევნიშნოთ, რომ უფროსი როკფელერი ძალაინ ეფექტური და დახვეწილი მეთოდით ასულელებდა ხალხს. მას შემდეგ, რაც 1850 წელს უილიამი დადანაშაულებული იქნა როკფელერის სახლში მომუშავე ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონაზე – ენი ვანდერბეკზე განხორციელებულ ძალადობასა და გაუპატიურებაში, იგი კლივლენდში გაიქცა და იქ დამკვიდრდა. კლივლენდში საცხოვრებლად იძულებით გადასულმა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სამედიცინო განათლება არ გააჩნდა, მოსახლეობას თავი მაინც ექიმად გააცნო. იგი დაეხეტებოდა ქალაქის ქუჩებსა და ახლოს მდებარე სოფლებში და მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციბეს სთავაზობდა გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. სულ მალე, უილიამი ცნობადი „მედიკოსი” გახდა კლივლენდში. იგი აღარ დააკმაყოფილა მხოლოდ მედიკოსობამ და ახლა სააფთიაქო ბიზნესიც წამოიწყო. როკფელერმა თავად დაიწყო წამლების დამზადება ნედლი ნავთობისა და დიურეზულების ნარევის გამოყენებით. უილიამი ხალხს არწმუნებდა, რომ მის მიერ წარმოებული წამალი, სახელწოდებით – „ქვის ზეთი” (ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც – „სენეკას ტომის ზეთი’), ავთვისებიანი სიმსივნის განსაკურნებლად უებარ საშუალებას წარმოადგენსო. და ხალხიც იჯერებდა… კიბოს სამკურნალო წამლის თითო ფლაკონს როკფელერი 25 ამერიკულ დოლარად ყიდდა და საკმაოდ კარგ შემოსავალსაც იღებდა. რამდენიმე ხანში უილიამმა კლივლენდელებს ისიც კი განუცხადა, რომ იგი ბოტანიკის მეცნიერული დარგის სპეციალისტს წარმოადგენდა და მის მიერვე დამზადებული მცენარეთა სამკურნალო ელექსირები შესთავაზა მათ.
უილიამი გამუდმებით ახალი მსხვერპლის ძიებაში იყო, რის გამოც სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებდა. საბოლოო ჯამში, მან ონტარიოში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ლამაზმანის გამოისობით მიატოვა ოჯახი. თუმცა, ოფიციალურად ჯონ როკფელერის დედასთან – ლუიზა სელიანტოსტან ხელი არ გაუწერია.
უილიამ ევერი როკფელერი 1906 წლის 11 მაისს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მილიარდერი ვაჟი ყოველთვის მაქსიმალურად ერიდებოდა საჯაროდ მამის შესახებ საუბარს. თუმცა-კი ახლობელთა წრეში იგი კატეგორიულად უარყოფდა მამის შესახებ გავრცელებულ საშინელ ინფორმაციებს და მათ „მონაჩმახს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ როკფელერი