სივერსის ვაშლი – (ვაშლის პირველი სახეობის მცენარე დედამიწაზე)
საყოველთაოდ ცნობილ ბიბლიური ვაშლის ხეს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, 1793 წელს ციმბირის მკვლევარი სახელგანთქმული გერმანელი ბოტანიკოსის – იოჰან სივერსის (1762-1795 წლები) მიერ პირველად აღწერილი გარეული ვაშლის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შემდგომში ალემანი მეცნიერის საპატივცემულოდ - „სივერსის ვაშლი” უწოდეს, მეცნიერთა მტკიცებით ვაშლის პირველი სახეობაა, რომელიც დედამიწაზე აღმოცენდა. (ავტორი გენია.ჯი) თავად იოჰანმა „სივერსის ვაშლი” ყაზახეთში, კერძოდ კი მდინარე ურჯარის ხეობაში მოგზაურობის ჟამს აღმოაჩინა ველურ ბუნებაში. მეცნიერებისა და ბოტანიკოსების მიერ ჩატარებული ბიოლოგიური კვლევების შედეგად დადგენილი იქნა ვაშლის გენომის წარმომავლობა და განსაზღვრული იქნა, რომ ამ ვარდისებრთა ოჯახის უმშვენიერესი მცენარის სამშობლო ცენტრალურ აზიაში განთავსებული ქვეყანა – ყაზახეთია. ტრანსკონტინენტურ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი – ალმა-ათა, ყაზახური ენიდან თარგმანით, სიტყვასიტყვით – „ვაშლის მამა”-ს აღნიშნავს, რაც ბევრის მეტყველი ფაქტია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ალმა-ათელებმა მეცნიერებზე გაცილებით ადრე იცოდნენ „სევერსის ვაშლი” დედამიწაზე ვალშის პირველი სახეობის მცენარე რომ იყო. – (ავტორი გენია.ჯი)