„დამაკვირდი”
1. „იქ, სადაც სიმკაცრეა საჭირო, ლმობიერება უადგილოა, ლმობიერებით მტერს მეგობრად ვერ გაიხდი და, პირიქით, უფრო მეტად გადაიკიდებ”. – საადი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ცხენდაცხენ მსოფლიოს დაყრობა შეიძლება, მაგრამ მართვა კი არა”. – ელუ-ჩუ-ცაი
* * *
3. „პირი მოკუმე ყველას წინაშე, გარდა მეგობრებისა”. – აბუ-საიდი
* * *
4. „ყველა ადამიანი სცდება. თუ ვინმე დაიკვეხნის უცოდველობას მივაღწიეო, მასთან ლაპარაკიც აღარა ღირს!”. – ვასილ იანი
* * *
5. „ზურგს უკან ცუდს ნურავიზე იტყვი, თორემ მიწასაც კი შეუძლია ამბის მიტანა”. – აღმოსავლური სიბრძნე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ნათქვამია, ძაღლს ნუ გალახავ, თორემ მეგობარი დაგეკარგებაო”.
* * *
7. „ძლიერთა ძალუძთ დუმილი, სხვათ იგი არ უწყიან”. – აბუ-საიდი
* * *
8. „მეფის მსახურს ორი მხარე აქვს: იმედი ლუკმაპურის შოვნისა და შიში სულის დაღუპვისა”. – საადი
* * *
9. „მაკვირვებს ჭორიკანა ადამიანი, რომელიც ცრუ ხმებით სუნთქავს!” -
* * *
10. „ყოველთვის ასიამოვნე კეთილი სიტყვით გზად შემხვედრს: ვინ იცის, მეტი ვეღარც ნახო!” – აღმოსავლური სიბრძნე – (ავტორი გენია.ჯი)