ვიქტორ-მარი ჰიუგო – ჟიულიეტ დრუე
1833 წელს გენიალური ფრანგი რომანტიკოსი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები) მის მიერ დაწერილი რომანტიკული დრამის – „ლუკრეცია ბორჯიას” ერთ-ერთ რეპეტიციას ესწრებოდა თეატრში, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია მშვენიერი გარეგნობის მქონე მსახიობმა ქალმა, რომელიც მეტად უმნიშვნელო როლს ასრულებდა პიესაში (ამბობდა რამდენიმე რეპლიკას). (ავტორი გენია.ჯი) რეპეტიციის დასრულების შემდგომ მსახიობებს შორის გამართული საუბრისას, რომელსაც დრამის ავტორიც დაესწრო, მსახიობმა ქალმა, რომელმაც იმთავითვე მიიქცია ჰიუგოს ყურადღება, ერთობ მახვილგონივრულად შენიშნა – „ბატონი ჰიუგოს პიესებში პატარა როლი არ არსებობსო”. ჟიულიეტ დრუეს (1806-1883 წლები) მიერ წარმოთქმულმა ამ სიტყვებმა საბოლოოდ დაიპყრო ვიქტორის მთელი არსება და ეს სიტყვები მას შემდეგ აღარასოდეს წაუშლია უკვდავ ფრანგ მწერალს მეხსიერებიდან. „ყველაფერზე წინაა, ჩემს ქალიშვილზე წინაა, ღმერთზე წინაა შენი სიყვარული”. – წერდა 1844 წლის 18 იანვარს ვიქტორი ჟიულიეტს, რაც ძალიან ბევრის მეტყველი ფაქტია. ჰიუგოსა და მისი „სულის მბრძანებლის” სასიყვარულო რომანმა 50 წლის განმავლობაში გასტანა. ეს მით უფრო საკვირველი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჰიუგო ცოლ-შვილიანი კაცი იყო მთელი იმ ხნის განმავლობაში. – (ავტორი გენია.ჯი)