პირველი ტურისტული გზამკვლევი
ტურისტებისათვის განკუთვნილი პირველი გზამკვლევი ისტორიაში ახ.წ.აღ-ით II საუკუნეში გამოჩნდა საბერძნეთში. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე წიგნად გამოცემული ამ ანტიკური ხანის გზამკვლევის, სახელწოდებით – „ელადის აღწერა”, ავტორი გახლდათ დიდი ძველ ბერძნელი გეოგრაფი, ისტორიკოსი და მწერალი – პავსანია (110-180 წლები). დიდი მოცულობის მქონე ტურისტებისათვის განკუთვნილ გზამკვლევში პავსანია მოგზაურობის მოყვარულებს მოუწოდებდა და ურჩევდა, რომ სამოგზაუროდ საბრძნეთს სწვეოდნენ. „ელადის აღწერა”-ში ავტორს ყველა ის ღირშესანიშნაობები აქვს დახასიათებული, რითაც თავს დღემდე იწონებენ ძველი ელინელების შთამომავლები. მათ შორის აღწერილია ტაძრები, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე არქიტექტურული ძეგლები, ქანდაკებები, მდინარეები, კუნძულები, ქალაქები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პავსანიამ თავის ნაშრომში ასახა ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. – (ავტორი გენია.ჯი)