სერგეი ესენინი – „ეპიზოდი”

ფსიქონევროლოგიური კლინიკიდან ახლად გამოწერილი დიდი რუსი პოეტის – სერგეი ესენინის ბობოქარ სულს თავისუფლების ნიავმაც ვერ მოჰგვარა შვება და რამდენიმე ხანში დეპრესიაში მყოფმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) რუსი პოეტის – ვოლფ ერლიხის მიერ გავრცელებული ვერსიის თანახმად, სასტუმრო „ანგლეტერში” თავისი უკანასკნელი ლექსი – „მშვიდობით, ჩემი მეგობარო, იყავი კარგად”, ესენინმა მელანის უქონლობის გამო საკუთარი სისხლით დაწერა.

პოეტის დეპრესია სხვა მრავალი ცხოვრებისეული ფაქტორების ჩათვლით, მისი, პირადი თვისებებიდანაც იყო გამოწვეული. ალკოჰოლური სასმელებისადმი ლტოლვამ იგი ეპილეფსიურ კრუნჩხვებამდეც კი მიიყვანა. სიმთვრალე, როგორც ხდება ხოლმე, მასაც საშინელი ჰქონდა. „ჩხუბისთავის” რეპუტაციის მქონე ესენინი სიმთვრალეში უმართავი ხდებოდა, რაც ხშირად მუშტების ქნევით სრულდებოდა.

გარდა ამისა, პოეტი მისი ეპოქის ხელოვანებში ერთგვარ მოდად დამკვიდრებულ უსაშინელეს ტენდენციას აჰყვა და კოკაინის მოხმარებას მიჰყო ხელი. ესენინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, პირადი მდივანი და ჟურნალისტი – გალინა ბენისლავსკაია ირწმუნებოდა, რომ ესენინმა კოკაინის მოხმარება პირველად ამერიკაში, საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ მოცეკვავე ქალთან – აისედორა დანკანთან ყოფნის ჟამს დაიწყო. ის რომ, ესენინი კოკაინს მოიხმარდა, ამას ანატოლი ლუჩარანსკიც ადასტურებდა.

ალკოჰოლური სასმელებისა და კოკაინის ხშირმა მოხმარებამ სერგეი ესენინის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე გამანადგურებელი დარტყმა მოახდინა. შედეგად, ახალგაზრდა და ნიჭიერმა კაცმა, სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის ასაკში გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>