კარდინალი ვულზი – „ეპიზოდი”
ინგლისის სამეფოს კანცლერი და იორკის ეპისკოპოსი – კარდინალი ვულზი (ერისკაცობაში – ტომას უოლზი) ინგლისის მეორე ტიუდორი მეფის – ჰენრი VIII-ის მმართველობის ჟამს მონარქის შემდეგ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა „ნისლიან ალბიონზე”. (ავტორი გენია.ჯი) მეფისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულება ვულზს ჰენრიმ არ დაუკარგა და იგი იმ ადამიანად აქცია, ვინც ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური საკითხების მნიშვნელოვან ნაწილს წყვეტდა თვითნებურად წლების განმავლობაში. მისმა რიგმა გადაწყვეტილებებმა (მათ შორის რელიგიურმა) ინგლისის მოსახლეობა კარდინალისადმი ძალიან უარყოფითად განაწყო. . ამბობენ იმასაც, რომ პროტესტანტიზმის გავრცელებას ინგლისში ხელი სწორედ რომ ვულზის უგუნურმა და თავხედურმა ქმედებებმა შეუწყვესო. თუმცა, როგორც იტყვიან, „დრონი მეფობენ და არა მეფენიო”…
სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს კარდინალი ვულვზი მტრებმა მაინც დაამარცხეს. ერთ დროს უზარმაზარი გავლენის მქონე ვულზს ჩამოართვეს ყველა ტიტული და აიყვანეს პატიმრობაში. ყველასგან მიტოვებულმა და უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილმა არაპოპულარულმა კარდინალმა, რომელმაც საერო საქმეების მოგვარებაზე უფრო მეტი დრო დახარჯა, ვიდრე საბერო საქმეების მოგვარეზე, ბოლოს და ბოლოს გაათვითცნობიერა ამქვეყნიური ცხოვრების ამაოების არსი და სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ფრიად მრავლისმეტყველი სიტყვებით გამოემშვიდობა წუთისოფელს: „მე რომ ისე მემსახურა ჩემი ღმერთისათვის, როგორც ჩემს მეფეს ვემსახურე, ის არ მიმატოვებდა სიბერის ჟამს”. – (ავტორი გენია.ჯი)