ვენეციელი გონდოლიერების შესახებ…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, იტალიის უმშვენიერესი ქალაქის – ვენეციის ერთ-ერთ სიმბოლოდ – „გონდოლად” წოდებული ნიჩბიანი ნავია მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) 11, 05 მეტრი სიგრძის მქონე გონდოლა, რომლის საშუალო ფასი ბაზარზე დღეისათვის 45 000 ევროა, 10 სახეობის ხისგან მზადდება. გარდა ამისა, ნავი შედგება ყოველგვარი ჩარხისაგან დამოუკიდებლად დამზადებული 280 დეტალისაგან. ამ ტრადიციული ვენეციური ნავების მართვა თავდაპირველად მდიდარი არისტოკრატების შავკანიან მონებს ევალებოდათ და შესაბამისად, პირველი გონდოლიერებიც ვენეციაში – შავკანიანი მონები იყვნენ. დროთა განმავლობაში გონდოლიერობა პრესტიჟულ საქმიანობად იქცა და ამ საქმით თავად ვენეციელები დაკავდნენ. გონდოლიერთა რაოდენობამ XV-XVI საუკუნეების ვენეციაში პიკს მიაღწია. თუმცა მოგვიანებით გონდოლიერთა ასოციაციის მიერ მკაცრად იქნა განსაზღვრული მათი რაოდენობის ლიმიტი – 425 გონდოლიერი. თანამედროვე პერიოდში გონდოლიერის პროფესია შთამომავლობით გადაიცემა. მაგრამ იმისათვის, რომ პროფესიონალი გონდოლიერის სტატუსი მიიღოს და მუშაობის უფლება მიენიჭოს, აუცილებელია ახალგაზრდა კანდიდატმა გამოცდები ჩააბაროს ვენეციის ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურ ენაში (ადრეულ პერიოდში გამოცდა ბარდებოდა სიმღერაშიც). გონდოლები მათთვის დამახასიათებელი ტრადიციული – შავი ფერით პირველად 1562 წელს შეღებეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შავ ფერად გონდოლების გადაღებვა 1562 წელს ვენეციაში გამეფებულმა შავმა ჭირმა განაპირობა, რადგან ამ საშინელი ეპიდემიით გარდაცვლილი ადამიანების გადასვენება გონდოლების გამოყენებით ხორციელდებოდა ძირითადად. – (ავტორი გენია.ჯი)