ნერონი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური თვისებებით აღსავსე მმართველი, რომის იმპერატორი – ნერონი (37-68 წლები), მოწყენილობის ჟამს ერთი ამორალური სახის მქონე გასართობით „იქარვებდა სევდას”. (ავტორი გენია.ჯი) დიდი ძველ რომაელი მწერლის, პოლიტიკოსისა და ცნობილი რომანის – „სატირიკონის” ავტორის – პეტრონიუს არბიტრუსის გადმოცემის თანახმად, მოწყენილობის განსაქარვებლად იმპერატორი ხშირად გადიოდა ღამ-ღამობით „გასასეირნებლად” რომის მიგდებულ, ღატაკი ხალხით დასახლებულ უბნებში, რა დროსაც ქუჩაში შემხვედრ ნებისმიერ ქალზე იწყებდა ნადირობას. ნერონის ნადირობა ქალის გატაცებითა და შისი გაბახებით სრულდებოდა. ეს ავბედითი იმპერატორი უბედურ მსხვერპლს ხშირად ჩუქნიდა თავის მეგობრებს. თავად ნერონი კი, ასეთი ამაზრზენი სახის მქონე „გასეირნებებს” – „მარგალიტებზე ნადირობას” უწოდებდა, რადგან რამდენიმე შემთხვევაში მის ნადავლთა შორის მართლაც აღმოჩნდა ნორჩი მშვენიერებით მოსილი ნამდვილი მარგალიტები. ნიშანდობლივია თვით პეტრონიუსის აღიარებაც. მან აღიარა, რომ პირადაც ჰქონდა რამდენჯერმე მონაწილეობა მიღებული ნერონის მიერ მოწყობილ „მარგალიტებზე ნადირობაში”. – (ავტორი გენია.ჯი)