დიმიტრი მენდელეევი – „ეპიზოდი”
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი – დიმიტი მენდელეევი (1834-1907 წლები) ძალიან რთული, ერთობ მძიმე ხასიათის კაცი იყო. (ავტორი გენია.ჯი) სკანდალების მოყვარულ მენდელეევს თავის პირველ მეუღლესთან – ფეოზვა ლეშჩევასთან იმთავითვე დაეძაბა ურთიერთობა მისივე აუტანელი ხასიათის გამო. სახელოვანმა ქიმიკოსმა ცოლს ბევრი ცრემლი აღვრევინა, რაც მოგვიანებით ფეოზვამაც დაადასტურა. „ჩემი მწამებელი”, – ასე მოიხსენიებდა მეუღლე მენდელეევს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. მენდელეევების სახლში არსებულ დავი-დარაბას ხშირად თან ჭურჭლის მსხვრევაც ახლდა თან. ცოლ-ქმარს შორის წარმოშობილი ერთ-ერთი დავის დროს განრისხებულმა მენდელეევმა ქარს გაატანა ყველა ის ფული, რაც კი მის საფულეში მოიპოვებოდა. გარდა მეუღლისა, მენდელეევი ძალიან ცუდად ეპყრობოდა თავის ლაქიებსაც. ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა მუშტებით, რომ მან არასაკმარისად აადუღა ჩაი.
მენდელეევების წყვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც დიმიტრიმ 1865 წელს სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს მდებარე სოფელ ბობლოვოში შეიძინა მამული. სახლის ეზოში გიგანტური მუხა იდგა, რომლის შუაგულში უზარმაზარი ფუღურო იყო განთავსებული. ფუღურო იმდენად დიდი იყო, რომ მასში მეცნიერმა საწერი მაგიდა და სკამიც კი განათავსა. მენდელეევს იმდენად მოეწონა მუხის გულში არსებული კაბინეტი, რომ დროის დიდ ნაწილს იქვე, სრულ სიმყუდროვეში ატარებდა. ქმრის ასეთ უცნაურ საქციელს ფეოზვას გაანჩხლება მოჰყვა თან. იგი ამბობდა, ქმარმა მხოლოდ იმიტომ გადაიტანა თავისი სამუშაო კაბინეტი სახლიდან „მუხის სავარძელში” რომ, იშვიათად ჰქონოდა ჩემთან ურთიერთობაო („მუხის სავარძელი” – ასეთი ირონიული სახელწოდება შეურჩია მენდელეევის ახალ სამუშაო კაბინეტს მეუღლემ). სიტუაციის გართულებამ საბოლოო ჯამში, მენდელეევების წყვილი ერთმანეთს დააშორა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფეოზვა და დიმიტრი